პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რომელიც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. მისი თქმით, ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს გამთლიანების შანსებს.
„თუ ქვეყანაში ვითარება უსწრაფესად არ შეიცვალა, თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს, როდესაც ურთიერთდაპირისპირების და ნაცრის ქექვის რეჟიმზეა გადასული, ქვეყანა უმძიმესი რეალობის წინაშე დადგება. ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შანსები, ჩვენი ქვეყნის რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსები ყოველდღიურად მცირდება და დღესაც ნათლად გამოჩნდა, რომ განგაშის ზარის შემოკვრის დროა!" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.