დღეს, 31 მარტს, "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარს შეიტანს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საბჭოს შემადგენლობაში შემავალი კონსერვატიული პარტიიდან აცნობეს, კუკავა ცესკოს იმ სტამბებთან დაკავშირებით მიმართავს, რომელთა დატერორებაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ბიზნესის დატერორებას განაგრძობს. ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ ის სტამბები, რომლებიც ეროვნული საბჭოში შემავალი პოლიტიკურ პარტიებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომერციულ შეკვეთებს ასრულებენ. სტამბებზე განხორციელებული წნეხის გამო, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა ეროვნული საბჭოს გაზეთის გამოცემა", - აცხადებენ "ეროვნულ საბჭოში".
კუკავა ზურაბ ხარატიშვილის უწყებას საჩივრით 13:00 საათზე მიმართავს.