კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქარია ქუცნაშივილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად კონსტიტუციით მივიდა. როგორც ქუცნაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტა, კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელსაც განურჩევლად ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს.
,,ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ, შესაბამისად, მე ხელში მიჭირავს კონსტიტუცია მხოლოდ ერთი რამის გამო, ყველა მოქალაქემ, ვინც არ უნდა ვიყოთ რიგითი თუ თანამდებობრივი მოვალეობით შებოჭილი, ვალდებულების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ", _განაცხადა ქუცნაშვილმა.