დღეს, 31 მარტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების მიერ შესაბამისი განაცხადების წარდგენა იწყება.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა სუბიექტებმა ცესკოს 3 აპრილამდე უნდა მიმართონ.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური პარტიებისგან განსხვავებით, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებიან, განაცხადთან ერთად ცესკოში 30 ათასი ხელმოწერის წარდგენაც ევალებათ. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, მათ ცესკოში განაცხადი 30 აპრილამდე უნდა შეიტანონ.
ცესკოში განაცხადის შეტანას რამდენიმე პოლიტიკური პარტია, მათ შორის "ეროვნულ-დემოკრატები" დღესვე გეგმავს.