პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს შეხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 13:00 საათზე შედგება.
ქუცნაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ვითარება უფრო არ დაიძაბოს აუცილებელია პრეზიდენტთან დიალოგი.
,,,მე მოვახსენე უმრავლესობას ჩემი პოზიცია, რომ პრეზიდენტთან დიალოგია საჭირო თუ პრეზიდენტს ის პოზიცია უკავია, რომ ის უნდა იყოს კონკურენტულ რეჟიმში პარლამენტთან, მთავრობასთან, ეს არის მცდარი შეხედულება და საჭიროა მისი დროული კორექტირება", _განაცხადა ქუცნაშვილმა.