საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის სფეროში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-ს უელსის სამიტი და მისი შედეგები, ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის მხრიდან აღინიშნა საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ კუთხით სამიტზე ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობას. აღინიშა დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და საქართველოს შორის ამ მხრივ არსებული პარტნიორული ურთიერთბები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევენზე. განიხილეს ბრიტანეთის სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების, კერძოდ კი კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო 2009 წლიდან ეხმარება საქართველოს კრიზისების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში.
გენერალი სერ გარი ჯონსონი 90-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.
მასალის გამოყენების პირობები