პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. შეხვედრა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ასევე პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგს, მათ შორის მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობის საკითხს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძემ პარტია ,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს შემდეგ" ფრაქცია ,,ქართული ოცნებაც" დატოვა. თუმცა იგი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვებას არ აპირებს.
,, მე დავტოვე, როგორც ფრაქციის, ასევე უმრავლესობის რიგები. ასე რომ, ჩათვალონ ჩემი თავი აქედან გასულად, ასე რომ, ნუ გაირჯებიან რაიმე დოკუმენტაციისა და ოქმების გაფორმებაში", _განაცხადა დუმბაძემ ბიუროს სხდომის შემდეგ.
მურმან დუმბაძე გუშინ პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გარიცხეს.