აჭარის მთავრობის მუშაობას სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ, კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედია ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, კომისიის შემადგენლობაში შევლენ კომპეტენტური ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავები.
,, ჩვენ ვფიქრობდით, რომ პოლიტსაბჭოს იქნებოდა უფრო ხისტი და ჩვენ ველოდით იმას, რომ პოლიტსაბჭო გამოგვიცხადებდა გადაწყვეტილებას და არ იქნებოდა არავითარ საკითხებზე მსჯელობა. რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთან და კომპეტენტურ ორგანოებთან, ადამიანებთან ერთად შეისწავლის ყველა ამ საკითხს", _განაცხადა ვასაძემ.