დღეს, 14 სექტემბერს 12:00 საათზე, პრემირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების" პოლისტსაბჭო სხდომა გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებამ" აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო.
პროცედურულად საკითხის სესიაზე გატანას 7 ხმა ესაჭიროება, რისი შეგროვებაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უმაღლეს საბჭოში 8 დეპუტატი ჰყავს და საკითხის დადებითად გადაწყვეტას სულ 14 ხმა სჭირდება. შესაბამისად, ნათელია, რომ არჩილ ხაბაძისა და მისი მთავრობის დღეები დათვლილია. თუმცა, ეს იმ შემთხვებაში არ მოხდება, თუ „ცენტრი" ზურგს არჩილ ხაბაძეს გაუმაგრებს და „ქართული ოცნების" დეპუტატებს დირექტვებს მისცემს.
აჭარის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებაში „ქართულ ოცნებას" მხარს „ნაციონალური მოძრაობაც" დაუჭერს.
„საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას 7 ხმა სჭირდება, ხოლო გადაწყვეტილების მიღებას 14 ხმა. „ნაციონალური მოძრაობას" უმაღლეს საბჭოში 8 ხმა აქვს. ჩვენ ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ იმ სხდომაზე, როდესაც იქნება კენჭისყრა. მანამდე პროცესებში მონაწილეობა ჩვენის მხრიდან არ იქნება მართებული და სწორი. ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს რეგიონის განვითარებას, მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ახალი ინვესტიციების შემოდინებას და მთავრობის ეფექტურ მუშაობას"- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ.
მთავრობის გადაყენების ინიციატივა უმაღლესი საბჭოს წევრს, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნის.
ჩიტიშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ მთავრობა კარგად ვერ მუშაობს და აღნიშნულის შესახებ უკვე საქმის კურსშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
„2 წლის განმავლობაში პრობლემები გროვდებოდა და ამ პრობლემების შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით შიგნით, ანუ გუნდში. პრობლემების შესახებ საქმის კურსში ვაყენებდით ცენტრალურ ხელისუფლებას და ეხლა გვაქვს სურვილი, რომ ეს პრობლემები გავასაჯაროვოთ. ხვალიდან ყოველდღე მექნება ბრიფინგი და ცალკეულ პრობლემებს გავასაჯაროვებ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ალექსანდრე ჩიტიშვილმა.
უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ მთავრობა ეფექტურად და კარგად ვერ მუშაობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად ინვესტიციბის სიმცირეს ასახელებს.
"ქართული ოცნების" კოალიციის წევრების განცხადებით, მთავრობის გადაყენების ინიციტივა რეალურად პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს ეკუთვნის და ამ დაპირისპირებას დუმბაძის "გავლენისთვისბრძოლას" უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები