საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მწერლისა და პუბლიცისტის სახლ-მუზეუმს ეწვია. ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრებოდა. მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის განცხადებით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის მინისტრი ამ დღესთან დაკავშირებით საგურამოს სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
12 სექტემბერს ქართველი პოეტის, პუბლიცისტისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 107 წელი შესრულდა.
მასალის გამოყენების პირობები