იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შოროს არსებულ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს "ქართული ოცნებიდან" არავინ აურჩევია იმისთვის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" "იკეკლუცონ.
იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი დარჩება იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აირჩია ქართველმა ხალხმა.
,,ის აჟიოტაჟში, რაც არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებული თანამშრომლობის გარშემო, ამაში არ ვფიქრობ, რომ მთავრობას წვლილი მიუძღვის, ამას გულახდილად გეუბნებით. ეს აჟიოტაჟი თუ ვინმეს აინტერესებს და აწყობს, ეს არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა". ქართველ ხალხს ,,ქართული ოცნებიდან" არავინ აურჩევია იმისთვის, რომ ,,ვიკეკლუცოთ" ,,ნაციონალურ მოძრაობასთან". ამიტომ მე მჯერა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე მისი გარემოცვა ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენ "ქართული ოცნების" წევრები და მათ შორის პრეზიდენტი დავრჩეთ იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აგვირჩია და დაგვნიშნა თანამდებობებზე ქართველმა ხალხმა", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.