დავით უსუფაშვილი, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, შეხვედრა გამართა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტთან ბატონ რანკო კრივოკაპიჩთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთიბებს, ნატოს უელსის სამიტის შედეგებსა და საქართველოსა და მონტენეგროს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნების მდგომარეობას ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული საპარალემენტო თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ამ მიზნით მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე წელს მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.