საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ან ბრასორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დღეისათვის არსებული მდგომარეობა და საქართველოშო მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს რუსეთს მთელი ყურადღება თითქოს უკრაინისკენ აქვს მიმართული, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა და მოლოდინი იმისა, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულმა შედეგებმა შეიძლება რუსეთის მხრიდან სიტუაციის დაძაბვის საფრთხე წარმოშვას.
ან ბრასორმა აღნიშნა, რომ დღეს აქტუალური თემა - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, აუცილებელია განხილულ იქნეს გლობალურ გეოპოლიტიკურ ჭრილში. ჩანს, რომ სამშვიდობო შეთანხმებები, რაც ევროპის საბჭოში გაყინული კონფლიქტების რაოდენობის ზრდას იწვევს, არ არის საკმარისი. უნდა ვეძებოთ ამ პრობლემის საბოლოო გადაჭრის კონკრეტული ნაბიჯები.