პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას რომ აშშD-ში ვიზიტის ორგანიზებაში მას საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი ეხმარებოდა.
,,თემური არის ჩემი მეზობელი მთაწმინდაზე, დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის ,, ნაციონალური მოძრაობის" დროს როდესაც ყველას ეშინოდა ურთიერთობა ერთმანეთთან. თემურს არ ეშინოდა, რომ ჩემთან ჰქონოდა პირადი ურთიერთობა და მე ამას ძალიან ვაფასებ. მაგრამ, მე თემურისთვის არაფერი არ მითხოვია. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი საშუალებებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს საშუალებები განეიტრალებული იქნა", _აცხადებს მარგველაშვილია.
შეგახსენებთ რომ გავრცელებული ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობდა და იაკობაშვილს დახმარება პირადად მარგველაშვილმა სთხოვა.აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა.
,,მე როგორ მეუბნებიან, ეს მართლაც ასეა"_განაცხადა წულუკიანმა თემის კომენტირებისას.