პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის კონკრეტულად უცნობია ვინ იმუშავა მისი ვიზიტის გაეროში ჩაშლაზე. თუმცა პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ჩაშლილია.
,,მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ იმუშავა ვიზიტის ჩაშლაზე, დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არის ჩაშლილი", _განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის გაეროში აღარ გაემგზავრება. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა მოხდა ორგანიზებული მუშაობა მისი აშშ-ში ვიზიტის საწინააღმდეგოდ.