საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა ჰქონდა და ბევრ საკითხზე ისაუბრეს. თუმცა ფანჯიკიძეს მედიის წარმომადგენლებთან არ დაუკონკრეტებია დაარწმუნა თუ არა გიორგი მარგველაშვილი არ გაემგზავროს გაეროში.
,, ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა პრეზიდენტთან, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ვეცდებით ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ყველასთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის იქნება მისაღები" _განმარტა შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ