საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ავსტიელ კოლეგასთან სებასტიან კურცს საქართველოში ავსტრიის საელჩოს განხსნის თხოვნით მიმართა.
ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ სებასტიან კურცის ვიზიტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
„ჩვენი შეხვედერები ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროთი და თანამშრომლობის სურვილით გამოირჩევა. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. ბატონ მინისტრს საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის თხოვნით მივმართეთ. მადლობა გადავუხადე ავსტრიის სახელმწიფოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი იჩენს საქართველოს მიმართ. იქნება ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა. ჩვენ ამ ვიზიტს აღვიქვამთ როგორც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას, მისი ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, და საერთოდ იმ მეგობრობის გამოხატულებას, რომელიც ისტორიულად ჰქონდა ჩვენს ქვეყნებს შეხვედრის დროს, განსაკუთრებით გავუსვი ხაზი ეკონომიკური თანამშრომლობის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მუშაობის მნიშვნელობას საქართველოში. ორ ქვეყანას ურთიერთობის განვიტარების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს ბიზნეს სფეროში.დღევანდელი ფორუმი და ნოემბერში ავსტრიაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ წრეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ავსტირია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა ინვესტირება დამოუკიდებელ საქართველოში და მე იმედი მაქვს, რომ იგი ასეთივე მოწინავე პოზიციებზე დარჩება მომავალში" - მაია ფანჯიკიძე.