,,ნაცმოძრაობის" განცხადებით, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ,,ალიასთვის" მიცემული ინტერვიუ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გადაფარვას ემსახურება. Pროგორც თემის კომენტირებისას პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გოგა ხაჩიძემ განმარტა ჭიკაიძის განცხადება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ფაქტია, რომ შს მინისტრს ჩვევად ექცა, რომ ისეთ სიტუაციებში როცა მასზე აბსოლუტურად დამსახურებული და სამართლიანი კრიტიკა საზოგადოების მხრიდან იზრდება და ზოგადად მთელს ქვეყანაში იგი ჭორაობას იწყებს. Eეს ალბათ ახალი გასართობია, ხომ აღმოაჩინა სარევოლუციო საბურავები და ახლა, ალბათ, ახალს მიაგნო რაღაცას, მაგრამ არაა პრობლემა ჭიკაიძეს, რომ ვაკვირდებით ამ თემით ცოტა ხანი ითამაშებს და მობეზრდება, დადებს და მერე სხვა რამეს გამოუძებნიან გასართობს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ხაჩიძემ.
შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კივსა და თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ,,ნაცმოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს ქვეყანაში 500 კაციანი მობილური ჯგუფების შექმნა დაავალა რომლის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია იქნება.
,, ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. Eეს დავალებები გაიცა თურქეთისა და კიევის შეხვედრებზე. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალება, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფები. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ. მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - აცხადებს ჭიკაიძე ,,ალიასთან" ინტერვიუში.