ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს 11 სექტემბერს ეწვევა. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. პირისპირ შეხევდრის დასრულების შემდეგ კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრება ალიევის ცენტრს და ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას 12 სექტემბერს დატოვებს.
დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.