ხვალ, 31 მარტს, პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" პოლიტიკური საბჭო და მერობის კანდიდატი თამაზ ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობიდან" აცნობეს.
მათი განცხადებით, პრესკონერენციაზე ისაუბრებენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის სამართლებრივი შედეგების, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე.