პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაეროს 69-ე გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება მთავრობის მეთაური. Aამის შესახებ პრემიერმა კახეთში სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია გეგმავს თუ არა სამიტზე გამგზავრებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
,,მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაერო-ს სამიტზე გაემგზავრება მთავრობის მეთაური. განსაზღვრულია დელეგაციის წევრები, ჩვენ თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი. Aასე რომ, ვერ ვხედავ ამაში რაიმეს კითხვას. ", - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა რომ თუ საქართველო გაეროს 69-ე გენერალურ ასამბლეაზე, ორი უმაღლესი დელეგაციით წარსდგება ეს სერიოზული დამაზიანებელი გარემოება იქნება ქვეყნის იმიჯისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორი უმაღლესი დონის ლიდერით იყოს წარმოდგენილი. გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბერსაა დაგეგმილი. ამასთან ასამბლეის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა რომ გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს და სიტყვით პრემიერი წარსდგება. თუმცა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხრიდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში უხერხულობას ვერ ხედავს.