6 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და კომისიის წევრები მცხეთა-მთიანეთს ეწვევიან.
ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მცხეთა-მთიანეთში შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში ცესკო კახეთის რეგიონს სტუმრობდა. ასევე წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონს გეგმავენ ვიზიტს.