მიმდინარე კვირაში საქართველოს ავსტრიისა და ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. როგორც ზალკალიანმა განცხადა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბიზნესდელეგაციასთან ერთად ჩამოდოს.
მისივე თქმით, და 10 სექტემბერს გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვნელი მაია ფანჯიკიძე გახსნის.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს. ზალკალიანის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარესთან ილია მეორესთან.