ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან ცაბრნოკი აცხადებს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში იქნება დემოკრატიის ლაკმუსის ტესტი”. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირი-საქართველოს საპარალმენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 შეხვედრის სამუშაო სესიების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც მილან ცაბრნოკმა განაცხადა “ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებს მეორე ტალღას” და იმედს გამოთქვამს, რომ “ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ ნათლად წარმოჩინდება, რომ რეფორმები წარმატებულად განხორციელდა”.
როგორც ცაბრნოკი აცხადებს, ეს არჩვენები მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორისო საზოგადოების.
“ეს არის ლაკმუსის ტესტი დემოკრატიისა და იმ პროგრესისა, რაც იყო მიღწეული”, _ აცხადებს იგი და იმედოვნებს, რომ ამ არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით გაცნობიერბული აქვს როგორც ხელისუფლებას, ასევე მთელ პოლიტკურ სპექტრს, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინები წარმატებით დასრულდება. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველო განიხილება როგორც მნიშვნელოვანი და პრივილეგირებული პარტნიორი და იმედოვნებს რომ საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს თანამშორლობის ახალი ფორმატი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” საპარალმენტო ასამბლეის შექმნა, რომელიც სწორედ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე იმუშავებს.
ევროპარალმენტის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ორი დღის განმავლობაში გაიმართა სამუშაო სესია, ხვლისთვის კი დაგეგმილია შეხვედრები.
მასალის გამოყენების პირობები