ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ერიკ ფურნიეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს მზადება და ცესკოს 2010-2011 წლების სამოქმედო სტრატეგია განიხილეს.
საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის” სადამკვირებლო მისიის შემადგენლობაში საფრანგეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც შევლენ, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის საელჩო მომავალშიც აქტიურ ინტერესს გამოხატავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები