საქართველოში, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტს ფარგლებში, ჩაკ ჰეგელმა და თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
როგორც ჩაკ ჰეგელმა შესავალ სიტყვაში განაცხადა, საქართველო ნატოს ერთგული პარტნიორია, შესაბამისად, ნატო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში მოდერნიზაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს. ალიანსი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.
ჰეგელმა ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება . მან აღნიშნა, რომ მოცემულ ფორმატში საქართველო შეძლებს უკეთესად მოემზადოს ნატოს წევრობისთვის:
„ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცააქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, სამხედრო წვრთნების გააქტიურება და ნატოსთან კიდევ უფტო ინტენსიური თანამშრომლობა. ხუთ ასპირანტ ქვეყანას შორის მხოლოდ საქართველოს გადაეცა თანამშრომლობის ახალი პაკეტი" .
ჩაკ ჰეგელმა ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც, განსაკუთრებით იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ასეთ სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება შეერთებული შტატებისთვის და ევროპაში მისი მოკავშირეებისთვის საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, გაიყვანის ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიბიდან.
„რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესია საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. რუსეთმა ასევე დაარღვია რამდენი წლის წინ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. შერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, რომ მისმა ჯარებმა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები".
მასალის გამოყენების პირობები