ევროკავშირი რუსეთისაგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების სურლყოფილად შესრულებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელების საშუალება უნდა მიცეთ. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირი-საქართველს საპარალმენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა მილან ცაბრნოკმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საგანგებო ბრიფინგი ევროკავშირი-საქართველოს საპარალმენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 შეხვედრის ორი სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართა. სესია საგანგებო განცხადების შემუშავებით დასრულდა, სადაც საუბარია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზე. განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის როლის გაძლიერების აუცილებლობის საკითხს.
როგორც ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეძლებისდაგვარად შეისწავლეს აღნიშნული პრობლემა და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება.
“წუხილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია”, – აცახდებს ევროკავშირის წარმომადგენელი და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ აუცილებელია გაძლიერდეს ევროკავშირის მონიტორინგის როლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის მონიტორებს მიეცეთ მონიტორინგის განხორციელების საშუალება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ცაბრნოკი აღნიშნავს იმასაც, რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს ოკუპირებული ზონიდან დევნილი მოსახლეობის მდოგმარეობა როგორც საქართველოს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დასძენს, რომ მხარს დავუჭერს მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები