აშძშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნატოს უელსის სამიტის შედეგების მიხედვით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ნატოში გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დაკისრებულ ვალდებულებებს მაღალი სტანდარტებით ასრულებენ. შევთანხმდით, რომ პარტნიორობას გავაფართოვებთ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც გლობალური უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ. ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად თანამშორმლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, მათ შორის ბევრი მათგანი ის ქვეყნები არიან, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. კიდევ უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშორმლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩამოვაყალიბეთ ახალი ინიციატივა, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. დაწყებული საქართველოთი, მოლდოვა, იორდანია და ლიბია", - განაცხადა ობამამ
იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=ae00WV3II-s