ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ საქართველოსთვის უელსის სამიტის მნიშვნელობა შეაფასა
"„გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტით, რომელიც საქართველომ უელსში გამართული ნატოს სამიტის შედეგად მიიღო, განსაზღვრულია კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რომლებიც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება და ასევე გაიუმჯობესებს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები.
თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სამხედრო წვრთნები და ტრენინგები. იგეგმება ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაფართოება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი ჩამოვა. ყოველივე ეს დაეხმარება საქართელოს ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებაში.
შემდეგი სამიტისთვის უკვე უნდა ველოდოთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს დროის ამბავია და საეჭვო აღარაა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება".
მასალის გამოყენების პირობები