"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" საქართველოში საწვავის ფასს კვლავ აპროტესტებენ. პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისის ქუჩებში ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყვეს და ბოლოს "სოკარის" ოფისთან შეჩერდნენ.
აქციის მონაწილებმა საქართველოში არსებული სხვადასხვა საწვავის შემომტანი კომპანიების ლოგოები დაწვეს.
"ლეიბორისტების" განცხადებით, საქართველოში საწვავის ფასი ერთ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიის ლიდერებმა ხელისუფლება საწვავის შემომტანი კომპანიების ლობირებაში დაადანაშაულეს.
"ლეიბორისტულმა პარტიამ" საწვავის შემომტან კომპანიებს ბენზინის ფასების დაწევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის პარტია მიტინგების გაგრძელებით იმუქრება.
მასალის გამოყენების პირობები