ადამიანის უფლებათა დამცველი, ზაქარია ქუცნაშვილი აშშ-ს დეპარტამენტის დასკვნას, საქართველოში სამართლიანობის გამარჯვებად აფასებს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა დღეს, სახალხო დამცველის აპარატში, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ბრიფინგზე ისაუბრა.
ზაქარია ქუცნაშვილმა აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნა გაიხსენა, სადაც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზეა საუბარი. მისი თქმით, ეს აღიარება იმ ბრძოლის შედეგია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველები აქტიურად აწარმოებდნენ.
"ორწლიანი ბრძოლის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ პარიზისა და ბრიუსელის შემდეგ, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა უკვე აშშ-იც აღიარეს. ჩვენ მხოლოდ სიების შედგენითა და წარმოდგენით არ დავკმაყოფილდებით, პოლიტპატიმრების გასთავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები