თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატი ჰავიერ სოლანა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ექს მოადგილე სთროუ თელბოთი არაოფიციალურ შეხვედრებს მართავენ.
სოლანა და თელბოთი უკვე შეხვდნენ ქართველ ექსპერტებს. შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. უცხოელმა დიპლომატებმა დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტებისგან მოისმინეს თუ როგორ ვითარდება დემოკრატია საქართველოში და დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს ამ მიმართულებით. შეხვედრებზე ისაუბრეს ოკუპირებულ ქართულ ქალაქებზე და აგრეთვე საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში.
სოლანამ ქართველ ხალხს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მისიაში მონაწილეობა ნატოსთვისაც კარგი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები