"რესპუბლიკური პარტია" საარჩევნო სიებში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. დღეს, პარტიის ოფისში "რესპუბლიკელემა" თინა ხიდაშელმა სიების გადამოწმების მეორე ეტაპის შედეგები წარადგინა.
მისი თქმით, კონკრეტულ მისამართებზე ხდება ადამიანების მიწერა მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ხიდაშელის განცხადებით, მათ მიერ შემოწმებული 3242 ამომრჩევლიდან 850 ხელოვნურად გაზრდილია. შესაბამის დოკუმენტაციას რესპუბლიკელები, საჯარო რეესტრს, ცესკო-ს და პროკურატურას გადაუგზავნიან.
"ამ დოკუმენტებს დღეს, ვუგზავნი ბატონ ვაშაძეს. ეს არის ბინის მესაკუთრეების მიერ გაკეთებული განცხადებები ბატონი ვაშაძის საკითხზე. ისინი ცალსახად ამბობენ, რომ მათი ნებართვის გარეშე მოხდა ადამიანების მიწერა და მოითხოვენ ამ ადამიანების მათი ბინებიდან ამოწერას", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები