„ედი რამასთან მე მეგობრული თანამშრომლობა მაკავშირებს", - ასე უპასუხა საქართვე-ლოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალბანეთის სატელეგრაფო-საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა იგი ალბანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად იქნეს დანიშნული. „ალბანეთი და საქართველო ერთმანეთის მიმართ მეგობრული სახელმწიფოები არიან. მე და ედი რამაც მეგობრები ვართ როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე პიროვნუ-ლადაც, თუმცა მე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არ ვიქნები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ედი რამა ენერგიული და ძლიერი ლიდერია... მას ისეთი რეფორმების გატარება აქვს განზრახული, რომლებიც საქართველომ უკვე განახორციელა კორუ-ფციასთან და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მჯერა, რომ იგი წარმატებას, საქართველოსთან შედარებით, უფრო მოკლე დროში მიაღწევს", - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ალბანეთმა და საქართველომ ისეთი წერტილები უნდა მოძებნონ, რომლებშიც თანამშრომლობა შეიძლება: „ჩვენი ქვეყ-ნები ერთმანეთს ბევრი ნიშნით ჰგავს, ჩვენ შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობაც კი ერთმანეთის მსგავსი გვაქვს... ამიტომაც თანამშრომლობაც ისეთ სფეროებში უნდა განვითარდეს, რომლებიც ორივესთვის საინტერესო იქნება", - აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად ორი ვადით იყო არჩეული, იგი ქვეყანას 2004 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. მის სახელთანაა დაკავშირებული კორუფციასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლა. 2004 წელს საქართველოს კორუფციის დონის მიხედვით მსოფლიოში 107-ე ადგილი ჰქონდა დაკავებული, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი ამ ქვეყანამ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგს მიაღწია. მან ღრმა სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, მათ შორის განათლების სფეროშიც. როგორც თვითონ განაცხადა, სააკაშვილმა ახალგაზრდებში ძველი აზროვნება ახლით შეცვალა და მათ დასავლური დემოკრატიის სიყვარული ჩაუნერგა.