"ალიანსი საქართველოსთვის" თვითმართველობის არჩევნებისთვის 30 მაისს ჩატარებას მიესალმება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
"წინასაარჩევნო კამპანი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, რომ დარჩენილი ორი თვე თვითმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად საკმარისია", - აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი ოფიციალურად დღეს დაასახელა.
"საქართველოს კონსტიტუციის 1043 მუხლისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12913 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნები დაინიშნოს 2010 წლის 30 მაისს", - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის №254 განკარგულებაში.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი თვითმართველობის არჩევნების ვადის გადაწევას მოითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები