"ეროვნული საბჭოში" შემავალი პარტიების წევრები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესაებ "საბჭოს" წევრებმა დღეს, "ხალხის პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. დღევანდელ პრესკონფერენციას, "ხალხის პარტიის", "კონსერვვატორების" და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერები ესწრებოდნენ.
მათი თქმით, ხელისუფლება იმ სტამბებს ატერორებს, რომლებიც ოპოზიციის შეკვეთებს ასრულებენ. ეს გარემოება კი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას უშლის ხელს. კობა დავითაშვილის განცხადებით, უკვე დაიხურა ის სამი სტამბა, სადაც მათი პლაკატები და საჭირო ანკეტები უნდა დაბეჭდილიყო.
"თუ ეროვნულ საბჭოს არ ეძევა საშუალება დაბეჭდოს თავისი პლაკატები და სხვა წინასაარჩევნო მასალა, ეს არის პირდაპირ, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა, ეს არის იმის მცდელობა, რომ ჩვენ არ მოგვცენ საარჩევნო კამპანიაში სრულფსოვნად მონაწილეობის საშუალება", - განაცხადა "ხალხის პარტიის" ლიდერმა.
"ეროვნული საბჭო" ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს სტამბები ტერორისაგან და შექმნას სამართლიანი წინასაარჩენო გარემო.
მასალის გამოყენების პირობები