ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის იურგენ ბოსისა და ვიცე-პრეზიდენტის კატია ბიონეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
2 სექტემბერს, 10 საათზე, უცხოელი სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვევიან და მის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს შეხვდებიან. დღესვე დაგეგმილია საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის მონახულება.
13:20 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გერმანელი სტუმრები ანსამბლ „სუხიშვილებს" ეწვევიან და გენერალურ რეპეტიციას დაესწრებიან.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე ცნობილი ქართველი ხელოვანის კარლო კაჭარავას სახლს მოინახულებენ და მის ნამუშევრებს გაეცნობიან, რომელშიც ასახულია როგორც ქართული, ასევე გერმანული კულტურა.
დღის ბოლოს დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი მცხეთაში და ჯვრის მონასტრის მონახულება.
დღესვე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად შეხვდებიან საქართველოს პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
სტუმრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, ქართველ გამომცემლებთან, ჟურნალისტებთან, აგრეთვე სხვადასხვა სახელოვნებო დარგების წარმომადგენლებთან.
პროგრამა:
2 სექტემბერი
10:00 სთ. - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მონახულება - შეხვედრა ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორ დავით კინწურაშვილთან და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან;
13:20 სთ. - სტუმრობა ანსამბლ „სუხიშვილებთან"- შეხვედრა ანსამბლის დირექტორთან ნინო სუხიშვილთან;
14:30 სთ. - საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის მონახულება და შეხვედრა მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასთან;
15:30 სთ. - ვიზიტი კარლო კაჭარავას სახლში და შეხვედრა მის მემკვიდრე ლიკა კაჭარავასთან (მის: ამბროლაურის 166, მე-9 კორპუსი,III სადარბაზო, II სართული)
16:20სთ. - ვიზიტი მცხეთაში;