მუქარითა და ძალის გამოყნებით რუსეთი ცდილობს შეცვალოს უკრაინის არსებული საზღვრები, და არღვევს ევროპაში ომის შემდგომ პრინციპებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერამა ანგელა მერკელმა ბუდესტაგის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„რა ხდება ამ დღეებში უკრაინაში: მუქარისა და ძალის გამოყენებით, რუსეთი ცდილობს შეცვალოს არსებული საზღვრები", - განაცხადა მერკელმა.
მისი თქმით, ყირიმის აგრესიით დაწყებული, რაც იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რუსეთმა არა მხოლოდ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროპაშო ომისშემდგომი წესრიგის პრინციპები.
მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების გადაადგილება უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დრამატულს ხდის არსებულ ვითარებას.
„უფრო გასაგები ხდება: ამ ვითარებაში საუბარი არ არის უკრაინის შიგნით მიმდინარე კონფლიქტზე, ეს არის რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება", - განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის დარღვევა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.