1 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი იურგენ ბოსი ქართველ ჟურნალისტებსა და გამომცემლებს შეხვდნენ. პრესკონფერენციაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს.
იურგენ ბოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტუმრის სტატუსი, იძლევა საშუალებას, ევროპამ უკეთ გაიცნოს საქართველო და ქართული კულტურის ყველა ასპექტი. ბოსის თქმით, ქვეყანას კულტურის პოპულარიზაციის უნიკალური შანსი ეძლევა, რაც სწორად უნდა იქნას გამოიყენებული.
ქართველმა გამომცემლებმა გერმანელ სტუმარს საგამომცემლო სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.
იურგენ ბოსმა მათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა და განაცხადა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დამოუკიდებელ გამომცემლებს თავის წარმოჩენის უნიკალურ შანსს აძლევს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მედეა მეტრეველის განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ეწვევიან და ქართველ გამომცემლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ