2 სექტემბერს, 19:00 სთ.-ზე, მწერალთა სახლში გურამ პეტრიაშვილის წიგნის "პატარა ქალაქის ზღაპრები" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი "გამომცემლობა პალიტრა L" - მა გამოსცა.
როგორც მწერალი გურამ პეტრიაშვილი ამბობს, წიგნი ,,პატარა ქალაქის ზღაპრები" ,,ყველასთვის არის ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს". უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან გავს რეალურს.
20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ეს პირველი ზღაპრების კრებულია, რომლის პერზენტაციასაც ავტორი თავად დაესწრება.
წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა.