16 სექტემბერს, 19 :00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში 136-ე სეზონი სპექტაკლის "ასულნი" პრემიერით გაიხსნება.
პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა. სპექტაკლი ეძღვნება პოლიკარპე კაკაბაძის 120 წლის იუბილეს.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო არსენიშვილი, მანანა გამცემლიძე, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ნანა ლორთქიფანიძე, ეკა მინდიაშვილი, მარიკა ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე და მარინა ჯანაშია.
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენა ასევე 17,26 და 27 სექტემბერს გაიმართება.