საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი ოფიციალურად დასახელა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს №254 განკარგულება გასცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 1043 მუხლისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12913 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნები დაინიშნოს 2010 წლის 30 მაისს", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნები საქართველოში, ასევე თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები 30 მაისს გაიმართება.