ხვალ, 2 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესია თბილისში რუსთაველის #8-ში, პარლამენტის შენობაში, ბიუროს სხდომით გაიხსნება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის განახლებულ შენობას პირადად დაათვალიერებინებს.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისია. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.
არსებული ინფორმაციით, თბილისში საკომიტეტო მუშაობა წარიმართება, თუმცა პლენარული სხდომების გამართვის ადგილი კვლავ ქუთაისი იქნება.