უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უახლოეს დღეებში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს აპირებს. აღნიშნულის შესახებ საჯარო განცხადება პეტრო პოროშენკომ უკვე საჯაროდ გააკეთა.
„ჩვენ ამჟამად ბოლო კვირეების მოვლენების ანალიზს ვაკეთებთ. დასკვნები იქნება საკმაოდ სერიოზული, მათ შორის საკადროც"- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში უკრაინაში ვითარება საკმაოდ დაიძაბა და ქვეყნის წინააღმდეგ ღია საბრძოლო მოქმედებები წარმოებს.