საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 8-9 აპრილს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა, ნიკა გილაური საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სხდომას დაეწსრება, რომელიც ასტანაში მისი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ არნიშნულ სხდომას ქართული მხრიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს. ამასთან მჭედლიშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული საქართველოს პრემიერ- მინისტრი ნიკა გილაური ყაზახეთის პრეზიდენტმაც მიიღოს.
სავარაუდოდ შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წამომადგენლებთანაც, თუმცა ვიზიტის ზუსტი პროგრამა დაზუსტების პროცესშია და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.