ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტრადიციის გაგრძელება და თანამდებობის პირთა დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს მთავრობის მეთურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან.
„რასაკვირველია, ჩვენ წინაშე დგას ბევრი რთული საკითხი, მაგრამ მე ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მართლმსაჯულების სისტემისა და მთლიანად ხელისუფლების რეფორმირებს კუთხით, რაც გულისხმობს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებას და გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, ჩემმა მთავრობამ კარგად დაიმახსოვროს და ხალხსაც შეახსენოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა საქართველომ გაამართლოს თავისი რეპუტაცია, როგორც რეგიონში წამყვანმა დემოკრატიამ", - მიმართა პრემიერმა საერთაშორისო ლიდერობის ფორუმის მონაწილეებს.