ყაზახეთში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციამ სტარტი აიღო. "გაუგზავნე პუტინს ისტორიის წიგნი", - ამ სახელწოდების აქცია მიმართულია რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ ყაზახეთს არასოდეს ჰქონდა სხელმწიფოებრიობა და მხოლოდ ნაზარბაევმა შეძლო ყაზახეთის სახელმწიფოს შექმნა.
პუტინის განცხადების შემდეგ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ - კრემლის რუპორმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ყაზახეთისთვის მოიცლის.
ანალიტიკოსების განცხადებით, სწორედ, ყაზახეთი იქნება ის ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც უკრაინის შემდეგ რუსეთის თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს წამოაყენებს და დაიწყებს ომს.
თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთს აქვს უფლება დატოვოს ევრაზიული კავშირი.