ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალი ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ უელსის სამიტზე რუსეთის საფრთხის შესახებ საკითხს დააყენებს.
"არავითარი ეჭვები არ არსებობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად მონაწილოებენ უკრაიანის აღმოსავლეთის მოვლენებში. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ყველაფერი დაადასტურა. რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ ფაქტის უარყოფა შემაშფოთებელია და აძლიერებს ნატოს გადაწყვეტილებას მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა წინ აღუდგეს ნატოს ქვეყნებში ამ ჰიბრიდული ომის ნაირსახეობას", - განაცხადა ბრიდლავმა.