დონეცკის მხარის სამხრეთში საკმარისი ძალებია მარიუპოლის დასაცავად, - ამის შესახებ ქალაქის მერმა იური ხოტლუბეიმ განაცხადა.
"ქალაქის მოსახლეობაში პანიკა არ არის. მარიუპორი და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი აზოვი ქალაქში მტერს არ შემოუშვებენ. ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური. მაღაზიებში საკმარისად არის პროდუქტი. ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა ქალაქის მერმა.
მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქალაქიდან 40 კილომეტრში არიან გაჩერებული.
ამჟამად, ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მიმდინარეობს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა.