ევროკავშირის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას, ოთხი ქვეყანა არ ეთანხმება. "ფაინეშელ ტაიმსის" ინფორმაციით, სლოვაკეთი, უბგრეთი ჩეხეთი და კვირპოსი წინააღმდეგნი არიან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების.
როგორც ანარლიტიკოსები აცხადებენ, მათი პოზიცია საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირმა სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ჰიცომ პირადად დაადასტურა თავისი პოზიცია და განაცხადა - ვიტოვებ ვეტოს უფლებას იმ შემთხვევისთვის თუ ის სლოვაკეთის ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"მიმაჩნია რომ საქნციები უაზრო და კონტრპროდუქტიულია, სანამ ჩვენ არ ვნახავთ ეფექტს იმ სანქციებიდან, რომელიც უკვე შემოვიღეთ. არავითარი აზრი არ აქვს ახალი სანქციების შემოღებას",- განაცხადა ჰიცომ.
დასავლური მედია აღნიშნავს რომ სლოვაკეთი, ჩეხეთი უნგრეთი და კვიპროსი ხშირად აფიქსირებენ პრორუსულ პოზიციებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოჩ ზემანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია, ხოლო მაიდანი ბანდერსას ძალების ბუნაგი იყო.